შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ ეგნატაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან–ჰიგიენური ფაკულტეტი 1967 წელს. 1969 წლიდან მუშაობს პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ბიოქიმიურ ლაბორატორიაში. ავტორია 48 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება დედასა და ნაყოფს შორის მეტაბოლური პროცესების თავისებურების განსაზღვრას. ექიმი–ბიოქიმიკოსი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დედის ორგანიზმის სენსიბილიზაციის გავლენა ცილოვან–ნახშირწყლოვან შენაერთებზე, ნუკლეინის მჟავეებზე, ნაყოფსა და შთამომავლობაზე(ექსპერიმენტული გამოკვლევები)", დაიცვა 1985 წელს. ბიოქიმიკოსი. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.97 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |