The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იცხაკ დავიდი

იცხაკ დავიდი
ოფიციალური სახელი:ისაკ დავითაშვილი
დაბადების თარიღი:12 იანვარი, 1946  (79 წლის)
კატეგორია:ეთნოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1969 წელს.

მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში მეცნიერ–მუშაკად; 1972 წელს წავიდა ისრაელში; 11 წელი იყო ისრაელის მთავრობის სპეციალური მრჩეველი კულტურისა და მეცნიერების დარგში; 1973-1974წწ. იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში კითხულობდა სპეცკურსს კავკასიათმცოდნეობასა და ქართულ ენაში; 1975-1976წწ. მოაწყო ბ. გაპონოვის სახელობის კავკასიოლოგიური სამეცნიერო ცენტრისა და კავკასიიდან წასულ ებრაელთა გაერთიანების სამეცნიერო–კვლევითი ექსპედიცია იერუსალიმის ჯვრის მონასტერში; გამოდიოდა და გამოდის ლექციებითა და მოხსენებებით ინგლისის, აშშ-ს, რუსეთის, კავკასიის, შუა აზიის, იტალიის, ესპანეთის, ტაილანდის, ავსტრალიის, იაპონიის უნივერსიტეტებში და სააკადემიო კათედრებზე მოწვეული პროფესორის სტატუსით; ჩამოაყალიბა პოლიტიკური ორგანიზაცია "ისრაელის ეროვმნული მოძრაობა"; ეწევა ნაყოფიერ სამეცნიერო მოღვაწეობას; მისი კვლევის მთავარი თემაა ქართულ–ებრაულ, საქართველო–პალესტინის ურთიერთობის, მცირე აზიისა და კავკასიელ ებრაელთა ისტორიის შესწავლა–გაშუქება; ამ თემას მიუძღვნა ნაშრომი "კავკასიელ ებრაელთა ისტორია პალესტინაში"(1982, ებრაულ ენაზე); მისი საინტერესო გამოკვლევაა "ქართული პალესტინიანა" და ფუნდამენტური ნაშრომი "კავკასიის ებრაელთა ისტორია"(1989, ტ. 1-2, თელ–ავივი, რუსულ ენაზე); წერს ლექსებს ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ესპანურ, არაბულ, ებრაულ ენებზე; ქართულ პოეზიას შესძინა ორიგინალური ლექსთა კრებული; ამჟამად ცხოვროს აშშ–ში; ებრაელი მეცნიერი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.260

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ბ. გაპონოვის სახელობის კავკასიოლოგიური სამეცნიერო ცენტრი, დამაარსებელი, თავმჯდომარე
  • საქართველოდან წასულ ებრაელ მწერალთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრი (1996-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - საქართველოს საპატიო მოქალაქე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: