The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნათელა არობელიძე

დაბადების თარიღი:3 აპრილი, 1946  (78 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1964 წელს.

1965 წლიდან იყო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრის წამყვანი ბალერინა. შესრულებული აქვს შემდეგი პარტიები: ავრორა, ოდეტა–ოდილია(პ. ჩაიკოვსკის "მძინარე მზეთუნახავი", "გედის ტბა"), ნიკია(ლ. მინკუსის "ბაიადერა"), ჟიზელი(ა. ადანის "ჟიზელი"), დეზდემონა(ა. მაჭავარიანის "ოტელო"), ფერია(გ. კილაძის "სინათლე"), ჯავარა(დ. თორაძის "გორდა"), ჩელიტა(ლ. მინკუსის "დონ კიხოტი"), ოფელია(რ. გაბიჩვაძის "ჰამლეტი"), საცოლე(ს. ცინცაძის "დალი და მონადირე"), შეჰერაზადა(ვ.ამიროვის "ათას ერთი ღამე"), ჯულიეტა(ს. პროკოფიევის "რომეო და ჯულიეტა"), სოლო პარტიები პ. ჩაიკოვსკის "პადე–დესა" და "სერენადაში", ბესი–ოცნება(ჯ. გერშვინის "პორგი და ბესი"). 1975–1977 წლებში იყო პანამის ეროვნული თეატრის წამყვანი ბალერინა და პედაგოგი. 1988 წლიდან მუშაობდა  ანკარის საოპერო თეატრში. ბალერინა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.204

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: