| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვერა დავიდოვა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ნიჟნი–ნოვგოროდი, რუსეთი. დაამთავრა ლენინგრადის კონსერვატორია 1930 წელს. 1929-1932წწ. იყო ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრის, ხოლო 1932-1956წწ. სსრკ დიდი თეატრის სოლისტი; 1941-1943წწ. მღეროდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში; 1959 წლიდან იყო თბილსის კონსერვატორიის პედაგოგი; შექმნა ღრმა დრამატიზითა და მასშტაბურობით გამორჩეული სახეები რუსულ კლასიკურ და საზღვარგარეთულ ოპერებში, რომელთაგან აღსანიშნავია: ლიუბაშა (ნ. რიმსკი–კორსაკოვის "მეფის საცოლე"), მარფა (ნ. მუსორგსკის "ხოვანშჩინა"), კარმენი (ჟ. ბიზეს "კარმენი"), ამნერისი (ჯ. ვერდის "აიდა"); პირველად თბილისის ოპერის სცენაზე შეასრულა კონჩაკოვნას (ა. ბოდორინის "თავადი იგორი"), დალილას (კ. სენსანსის "სამსონი და დალილა"), შარლოტას (ჟ. მასნეს "ვერთერი") პარტიები; ავტორია წიგნისა "მომღერლის სუნთქვა და ზოგიერთი რჩევა ხმის დაყენებისათვის" (1966); მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები; მომღერალი (მეცო–სოპრანო), პროფესორი (1964). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.261; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 135 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

