The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიმონ ართმელაძე

სიმონ ართმელაძე
დაბადების თარიღი:10 მაისი, 1933
გარდაცვ. თარიღი:აპრილი, 2015  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ოქტომბერი, ხულოს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1962 წელს.

1962 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ხულოს საშუალო სკოლაში. 1963 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. არის ავტორი პეიზაჟებისა და ჟანრული სურათებისა. სიმონ ართმელიძის ნამუშევრებში ასახულია აჭარელი ხალხის ყოფა–ცხოვრება. მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: "აჭარისწყლის ხეობა"(1973), "საღამო მთაში"(1982), "შავშეთის მთა"(1986), "ჩანჩქერი"(1987) და სხვ. ფერმწერი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.196; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.231

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებასა და მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

გააზიარე: