The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კარლო კოპალიანი

კარლო კოპალიანი
დაბადების თარიღი:14 აგვისტო, 1959  (64 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭალისთავი, ცაგერის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტი 1982 წელს.

1976-1977წწ. ცაგერის სარემონტო-სამშენებლო უბანი; 1982-1983წწ. ცაგერის კომუნალურ საწარმოთა კომბინატი, ინჟინერი; 1983-1985წწ. ალკკ ცაგერის რაიკომი, ინსრუქტორი; 1985-1986წწ. ალკკ ცაგერის რაიკომი, განყოფილების გამგე; 1986-1987წწ. ცაგერის კოლმეურნეობა, პარტიული კომიტეტის მდივანი; 1987-1989წწ. კპ ცაგერის რაიკომი, პარტიული კომიტეტის მდივანი; 1989-1991წწ. გორკის უმაღლესი პარტიული სკოლა, მსმენელი; 1991-1995წწ. ქვედა ცაგერის სოფლის საკრებულო, მდივანი; 1995 წელს საპრივატიზაციო ბარათების მიმღები პუნქტი, გამგე; 1996-1997წწ. ლეჩხუმის აღორძინების ფონდი, თავმჯდომარის მოადგილე; 1997-2002წწ. ცაგერის საგზაო სამმართველო, უფროსის მოადგილე; 2002-2006წწ. ქვედა ცაგერის თემის საკრებულო, თავმჯდომარე; 2020 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ცაგერის რაიონის ავტოსაგზაო ქსელის განვითარების საქმეში; მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა "ქუთაისი-ცაგერის" საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია; მონაწილეობდა ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაში; 2006-2008წწ. ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო, წევრი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს რესპუბლიკური პარტია, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი N45 ცაგერის საარჩევნო ოლქიდან; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. სოციალური მეცნიერებების დოქტორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.213; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 162-163

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი (2011-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (2013-)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2015-)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, თავმჯდომარის პირველი მოადგილ (2015-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე (2012-2015)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, წევრი (2015-2015)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, წევრი (2019-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-2020)
  • ქვედა ცაგერის თემის საკრებულო, თავმჯდომარე
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო, წევრი (2006-2008)

გააზიარე: