The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან არზუმანოვი

ლევან არზუმანოვი
დაბადების თარიღი:25 თებერვალი, 1910
გარდაცვ. თარიღი:28 ოქტომბერი, 1975  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1927 წლიდან მუშაობდა კინომექანიკოსად, ოპერატორის ასისტენტად, მეორე ოპერატორად. 1937 წლიდან დამოუკიდებლად იღებდა დოკუმენტურ და სამეცნიერო–პოპულარულ ფილმებს: "ალექსი სტახანოვი საქართველოში"(1939), "აყვავებული აფხაზეთი"(1941), "კავკასიის დასაცავად"(1942), "ფეხბურთი თეირანში"(1944), "მცხეთის სიძველენი"(1946), "ვლადიმერ მაიაკოვსკი საქართველოში"(1953), "ურღვევი მეგობრობა"(1956), "მზიური აჭარა"(1955), "ღირსეული ცვლა"(1960), "ჩვენ ვიცავთ კავკასიას"(1963), "მემკვიდრენი"(1968) და სხვ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. კინორეჟისორი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.194

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: