შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პავლე კუბლაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტყიბული. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1998 წელს. 1997-2000წწ. საქართველოს იუსტიციის საბჭო, კონსულტანტი; 2000 წელს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო; 2000-2001წწ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; 2001-2004წწ. საქართველოს ანტიკორუფციული ბიურო, სამართლის ექსპერტი; 2004 წელს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო, თავმჯდომარე; 2004-2005წწ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მდივანი; 2005 წელს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საპარლამენტო მდივანი; 2005-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, N57 ტყიბულის საარჩევნო ოლქი; 2008-20012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, N57 ტყიბულის საარჩევნო ოლქი; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2016 წლის ნოემბრიდან პ. კუბლაშვილი პოლიტიკიდან წავიდა და დაარეგისტრირა კომპანია "Key Points consalting"-ი. კომპანიის მიზანია იურიდიული კონსულტაციების, საადვოკატო მომსახურების გაწევა და ბიზნეს ინიციატივების ლობირება. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 217 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |