The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიმონ არველაძე

სიმონ არველაძე
დაბადების თარიღი:15 თებერვალი, 1921
გარდაცვ. თარიღი:29 დეკემბერი, 2022  (101 წლის ასაკში)
კატეგორია:კრიტიკოსი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ფერეთა, ვანის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1952 წელს.

1952–1959წწ. მუშაობდა მასწავლებლად საშუალო სკოლაში; 1960–1965წწ. ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1974 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ავტორია წიგნებისა: "პოეზია და თანამედროვეობა" (1966), "ომგადახდილი ვეფხისტყაოსანი" (1967), "იდეალი და შემოქმედების თავისუფლება"(1971), "კრიტიკული ნარკვევები"(1971), "შთაგონება და პოეზია" (1977), "შემოქმედებას სიმართლე უყვარს" (1981), "სიახლის გრძნობა" (1986) და სხვ. ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი (1972). დოცენტი (1974). II მსოფლიო ომის მონაწილე. 2021 წლის 15 მარტს სიმონ არველაძეს 100 წლის იუბილე გადაუხადეს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.194; newpress.geradiodk.geწიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.428; m.facebook.com/

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კავკასიის ხალხთა მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2019 - ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია
  • 1996 - ღირსების ორდენი
    ნაყოფიერი ლიტერატურულ- შემოქმედებითი და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • ვანის საპატიო მოქალაქე
  • ქუთაისის საპატიო მოქალაქე
  • საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი
  • ხალხთა მეგობრობის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: