The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პაატა ლეჟავა

პაატა ლეჟავა
დაბადების თარიღი:15 ოქტომბერი, 1972  (51 წლის)
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სპეციალობით სამართალმცოდნეობა 1994 წელს.

1996-2001წწ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, მოსამართლის თანაშემწე; 2001-2003წწ. გაეროს განვითარების პროგრამა, იურისტი; 2012 წელს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №53 ვანის საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 224

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, თავმჯდომარე (2008-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" , წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის საპროცესურო საკითხთა კომიტეტი, წევრი (2013-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" , თავმჯდომარის მოადგილე (2012-2015)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - რეგიონები" , წევრი (2015-2016)
  • საქართველოს რესპუბლიკის მე-8 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2012-2016)

გააზიარე: