The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტარიელ ლონდარიძე

ტარიელ ლონდარიძე
დაბადების თარიღი:20 ოქტომბერი, 1968  (55 წლის)
კატეგორია:პედაგოგი, პოლიტიკოსი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ასპინძა.

დაამთავრა ქ. დონეცკის საინჟინრო და კავშირგაბმულობის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური სასწავლებელი; თურქეთის შეიარაღებული ძალების ომის კოლეჯი.

1990-1992წწ. საბჭოთა შეიარაღებული ძალების ასეულის მეთაურის მოადგილე; 1993-1999წწ. 22-ე მექანიზირებული ბრიგადის შტაბის ოპერატიული განყოფილების ოფიცერი, ქვეგანყოფილების უფროსი, სატანკო ბატალიონის მეთაური, მოტომსროლელი ბრიგადის მეთაურის მოადგილე; 1998-2001წწ. თურქეთის შეიარაღებული ძალების ომის კოლეჯი; 2001-2003წწ. მე-11 მექანიზირებული ბრიგადის შტაბის უფროსი; 2003-2004წწ. თავდაცვის ეროვნული აკადემიის შტაბის უფროსი; 2004-2005წწ. თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორატი, პირველი პრორექტორი - სამხედრო სასწავლებლის უფროსი; 2005-2006წწ. თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორატი, პრორექტორი სამეთაურო-ადმინისტრაციული მუშაობის დარგში; 2006-2008წწ. თავდაცვის ეროვნული აკადემიის უფროსი (რექტორი); 2008-2009წწ. შეიარაღებული ძალების J-1 პ/შ დეპარტამენტის უფროსი; 2009-2010წწ. ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე; 2010-2012წწ. თავდაცვის ეროვნული აკადემიის მეთაურის მოადგილე; 2012 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მრჩეველი (მინისტრის მრჩეველი); 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №39 ასპინძის საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 227

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, წევრი (-2017)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი , წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - რეგიონები", თავმჯდომარე (2012-2016)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2010 - ქაქუცა ჩოლოყაშვილის მედალი
  • 2009 - სამშობლოსათვის თავდადებულის მედალი
  • 2009 - შეიარაღებული სამხედრო ძალების უმწიკვლო სამსახურის I ხარისხის მედალი
  • 2008 - შეიარაღებული სამხედრო ძალების უმწიკვლო სამსახურის II ხარისხის მედალი
  • 2002 - სამშობლოს ერთგულებისა და თავდადების I ხარისხის "ოქროს სამკერდე ნიშანი"

გააზიარე: