The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დათო ლორთქიფანიძე

დათო ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი:10 ნოემბერი, 1963  (60 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სალხინო, ვანის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი სპეციალობით მატერიალურ - ტექნიკური მომარაგების ეკონომიკა და დაგეგმვა 1986 წელს.

1986-1989წწ. შრომის სახელმწიფო კომიტეტის რწმუნებული ვანისა და მაიაკოვსკის რაიონებში, ვანის რაისაბჭოს აღმასკომი; 1989-1991წწ. შრომისა და სოციალურ საკითხთა კომისია, ვანის რაისაბჭოს აღმასკომი, თავმჯდომარე; 1991-1992წწ. ვანის რაიონის პრეფექტურა, განყოფილების გამგე; 1992-1993წწ. სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის განყოფილება, ვანის რაიონის გამგეობა, განყოფილების გამგე; 1993 წელს ვანის რაიონის გამგეობა, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი; 1993-1994წწ. ვანის რაიონის გამგეობა, გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1994-1995წწ. საქართველოს მოქალაქეთა კავშირის რეგიონული დეპარტამენტის ინსპექტორი; 1995-1996წწ. პარლამენტის "მწვანეთა" ფრაქცია, წამყვანი სპეციალისტი; 1996-1997წწ. პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი", ფრაქციის აპარატის უფროსი; 1997-1999წწ. ვანის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილის აპარატი, აპარატის უფროსი; 1999-2000წწ. ფინანსთა სამინისტროს ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტთან მუშაობის დეპარტამენტი, დირექტორის მოადგილე; 2000-2004წწ. შპს "ეროვნული ზარაფხანა", გენერალური დირექტორი; 1996-1997წწ და 2009-2012წწ. საქართველოს პარლამენტის აპარატი; 2012-2016წწ. საქართველოს პარლამენტის მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015. გვ.227

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი (2015-2015)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, წევრი (2015-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2012-2016)

გააზიარე: