The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თემურ მაისურაძე

თემურ მაისურაძე
დაბადების თარიღი:24 ივლისი, 1959  (64 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ასპინძა.

დაამთავრა ნ.ი. ჟუკოვსკის სახელობის აეროკოსმონავტიკის ხარკოვის უნივერსიტეტი (საავიაციო ინსტიტუტი) თვითმფრინავთმშენებლობის სპეციალობით 1987 წელს; თბილისის საავიაციო ინსტიტიუტი 1990 წელს.

1975-1977წწ. თბილისის საავიაციო ქარხანა; 1977-1979წწ. სამხედრო სამსახური; 1980 წელს თბილისის საავიაციო ქარხანა; 1990-1993წწ. ფირმა "ნთმ"-ის გენერალური დირექტორი; 1993-1998წწ. ფირმა "თემურ მაისურაძის" გენერალური დირექტორი; 2004-2008წწ. შპს "მაგისტრალი", ტექნიკური დირექტორი; 2008-2009წწ. შპს "თბილისის ავტობუსი", განყოფილების უფროსის მოადგილე; 2010-2011წწ. შპს "ო ემ ჯი", დირექტორი; 2010 და 2011 წლებში გამარჯვებული - საერთაშორისო კონკურსში «Инновационный Прорыв 2010» და «Инновационный Прорыв 2011». დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებული საინოვაციო საბჭოს თავმჯდომარე. პრემიერ მინისტრთან არსებული კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს წევრი; 2012-2016წწ. საქართველოს  მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 4 სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიის, 153 ნოვაციის და გამოგონების ავტორი. ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015. გვ.230

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (2012-2013)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის აგრარული კომიტეტი, წევრი (2013-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი, თავმჯდომარის მოადგილე (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმი", წევრი თავმჯდომარის მოადგილე (2013-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია ფრაქცია "ქართული ოცნება" (2012-2013)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: