Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ არველაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1959 წელს. 1966–1978 წლებში მუშაობდა "თბილქალაქპროექტში". 1978 წლიდან იყო თბილისის არქიტექტურისა და ქალაქთმშნებლობის მთავარი სამმართველოს უფროსის და ქალაქის მთავარი არქიტექტორის პირველი მოადგილე. არის ორიოლისა და კურსკის ოლქების(რუსეთი) მრავალი სოფლის, დასახლებული პუნქტის, რაიონული ცენტრის ქალაქთგეგმარებითი პროექტების ავტორი. შესრულებული აქვს შემდეგი რაიონული ცენტრების გენერალური გეგმები: დიდუბის რაიონი (1962), ლოჭინი (1973), ზემო ვეძისი, ვარკეთილი (1977). მანვე განახორციელა რამდენიმე მიკრორაიონის, მოედნის, ქუჩის, სატრანსპორტო კვანძის დაგეგმარება–განაშენიანება. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.194
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |