შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ არეშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის პროლეტკულტის დრამატული სტუდია 1929 წელს. 1929–1936 წლებში მუშაობდა თელავის, ჭიათურის და სოხუმის თეატრებში. 1936–1985 წლებში იყო თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის წამყვანი მსახიობი. შესრულებული აქვს კომბლეს, ნიკოს (გ. ნახუცრიშვილის "კომბლე", "პატარა მეომრები"), ბაში-აჩუკის (ა. კაჭკაჭიშვილის "ბაში-აჩუკი"), კიკვიძის (ვ. დარასელის "კიკვიძე"), რომეოს (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა"), ადვოკატ პატლენი (ფრანგული ხალხური პიესა "ადვოკატი პატლენი") და სხვ. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.194; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.197 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |