The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ არეშიძე

დაბადების თარიღი:10 მარტი, 1909
გარდაცვ. თარიღი:27 ივნისი, 1985  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის პროლეტკულტის დრამატული სტუდია 1929 წელს.

1929–1936 წლებში მუშაობდა  თელავის, ჭიათურის და სოხუმის თეატრებში. 1936–1985 წლებში იყო თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის წამყვანი მსახიობი. შესრულებული აქვს კომბლეს, ნიკოს (გ. ნახუცრიშვილის "კომბლე", "პატარა მეომრები"), ბაში-აჩუკის (ა. კაჭკაჭიშვილის "ბაში-აჩუკი"), კიკვიძის (ვ. დარასელის "კიკვიძე"), რომეოს (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა"), ადვოკატ პატლენი (ფრანგული ხალხური პიესა "ადვოკატი პატლენი") და სხვ.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.194; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.197

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1946 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1945 - მედალი "კავკასიის დაცვისთვის"

გააზიარე: