The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ომარ მეგრელიძე

ომარ მეგრელიძე
დაბადების თარიღი:10 აგვისტო, 1962  (62 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ტბეთი, შუახევის რაიონი. 

დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1982 წელს.

1982-1983წწ. სოფელ ფურტიოს საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 1984-1985წწ. სავალდებულო სამხედრო სამსახური; 1986-1991წწ. სამშენებლო პროფტექნიკური სასწავლებლის აღმზრდელი პედაგოგი, კომკავშირის მდივანი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 1991-1995წწ. ფირმა "ანგოს" დირექტორის მოადგილე; 1995-1996წწ. აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე; 1996-2000წწ. აჭარის უზენაესი საბჭოს პასუხისმგებელი ორგანიზატორი; 2005-2006წწ. შუახევის რაიონის გამგებლის მოადგილე; 2007-2011წწ. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე, გამგებელი; 2011-2012წწ. აჭარის მინისტრთა საბჭოს აპარატის უფროსი; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, №82 შუახევის საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.247

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, წევრი
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - მაჟორიტარები", წევრი (2012-2016)

გააზიარე: