The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოფიო ელიაშვილი

დაბადების თარიღი:27 მაისი, 1948  (75 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. დუშეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1970 წელს.

1970–1972წწ. მუშაობდა ქირურგიის ინსტიტუტში, ზოგად ქირურგიაში ორდინატორად; 1972–1979წწ. ქირურგიის ინსტიტუტის თირკმლის ცენტრში ექიმ–ორდინატორად; 1979 წელს ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის ურონეფროლოგიურ კლინიკაში; 1984–1991წწ. იყო თბილისის ქირურგიის ინსტიტუტის თირკმლის ცენტრის გამგე; 1991 წლიდან თბილისის მე–4 კლინიკური საავადმყოფოს ნეფროლოგიური განყოფილების გამგე. ავტორია 19 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი–ნეფროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. ნეფროლოგიის დარგში მინიჭებული აქვს ორგზის უმაღლესი კატეგორია (1985; 1991).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ურემიული პერიკარდიტის დიაგნოსტიკა და მკურნალობა პროგრამულ ჰემოდიალიზზე", დაიცვა 1984 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.97

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის თერაპიული საზოგადოება, წევრი

გააზიარე: