The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ელისაბედაშვილი

გიორგი ელისაბედაშვილი
დაბადების თარიღი:11 ოქტომბერი, 1941  (82 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1966 წელს.

1966–1968წწ. იყო კასპის რაიონული საავადმყოფოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი; 1968 წელს თბილისის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის ზოგადი ქირურგიის განყოფილების ორდინატორი, ქირურგიული გასტროენტერელოგიის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1969–1978წწ. მოღვაწეობდა მოსკოვის სკლიფასოვსკის სახელობის საწრაფო დახმარების ინსტიტუტში; 1978 წელს იყო თბილისის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის ქირურგიული გასტროენტეროლოგიის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1984 წლიდან ამავე ინსტიტუტის ენდოსკოპიის ლაბორატორიის გამგე; 1997 წლიდან კი მინი–ინვაზიური ქირურგიის განყოფილების გამგე – მიმღებ სადიაგნოსტიკო სამსახურის უფროსი. ავტორია 48 სამეცნიერო ნაშრომის, აქედან 6 მეთოდური რეკომენდაციაა. ექიმი ქირურგი–ენდოსკოპისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ინსტრუმენტალური კვლევის მეთოდები მუცლის ღრუს დახურული დაზიანებათა დიაგნოსტიკაში", დაიცვა მოსკოვში 1978 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.98


გააზიარე: