The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით I კურაპალატი

დაბადების თარიღი:8??
გარდაცვ. თარიღი:881
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ქართველთა მეფის (ტაო-კლარჯეთის) ბაგრატ I-ის უფროსი ძე, ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელი; IX საუკუნის 70–იანი წლების ბოლოს არგვეთელმა დიდაზნაურმა ლიპარიტ I ბაღავშმა(თრიალეთის ქვეყნების დაპყრობისა და კლდეკარის ციხის აღების შემდეგ) იგი თავის პარტნიორად ცნო; ლიპარიტთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა შიდა ქართლისათვის ბრძოლაში (სომეხთა მეფის მხარდაჭერით) აფხაზთა მეფის ადარნასე შავლიანის წინააღმდეგ; ამ უკანასკნელის მოკავშირეები იყვნენ თავისი ცოლისძმა ნარსა გვარამის ძე და გურგენ ადარნასეს ძე ბაგრატიონები; ეს ფაქტი უნდა მივიჩნიოთ საგარეო ასპარეზზე გადმოტანილ აშოტ I–ის შვილიშვილების შინაური მტრობისა და შუღლის გამოვლინებად, განსხვავებით მათი მამებისაგან, რომლებიც "ერთსულ, ერთზრახვა და ერთნება იყვნეს"; გიორგი მერჩულეს ცნობით, 881 წელს იგი ვერაგულად მოკლა გვარამ მამფალის ძემ ნარსამ; ივანე ჯავახიშვილის აზრით, მკვლელობის მიზეზი გახდა შემდეგი გარემოება: როდესაც ლიპარიტ I ბაღვაშმა გვარამ მამფალის კუთვნილი თრიალეთის ქვეყანა დაიპყრო და მის პატრონად და მფარველად დავით I გამოაცხადა, ნასრამ ეს ფაქტი გვარამის სახლის მფლობელობის ხელყოფად მიიჩნია და მამის შელახული უფლების აღდგენა მოისურვა. დავით I კურაპალატი მართავდა ტაო-კლარჯეთს 876-881 წლებში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.261


გააზიარე: