Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით I კურაპალატი![]()
Biographyქართველთა მეფის (ტაო-კლარჯეთის) ბაგრატ I-ის უფროსი ძე, ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელი; IX საუკუნის 70–იანი წლების ბოლოს არგვეთელმა დიდაზნაურმა ლიპარიტ I ბაღავშმა(თრიალეთის ქვეყნების დაპყრობისა და კლდეკარის ციხის აღების შემდეგ) იგი თავის პარტნიორად ცნო; ლიპარიტთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა შიდა ქართლისათვის ბრძოლაში (სომეხთა მეფის მხარდაჭერით) აფხაზთა მეფის ადარნასე შავლიანის წინააღმდეგ; ამ უკანასკნელის მოკავშირეები იყვნენ თავისი ცოლისძმა ნარსა გვარამის ძე და გურგენ ადარნასეს ძე ბაგრატიონები; ეს ფაქტი უნდა მივიჩნიოთ საგარეო ასპარეზზე გადმოტანილ აშოტ I–ის შვილიშვილების შინაური მტრობისა და შუღლის გამოვლინებად, განსხვავებით მათი მამებისაგან, რომლებიც "ერთსულ, ერთზრახვა და ერთნება იყვნეს"; გიორგი მერჩულეს ცნობით, 881 წელს იგი ვერაგულად მოკლა გვარამ მამფალის ძემ ნარსამ; ივანე ჯავახიშვილის აზრით, მკვლელობის მიზეზი გახდა შემდეგი გარემოება: როდესაც ლიპარიტ I ბაღვაშმა გვარამ მამფალის კუთვნილი თრიალეთის ქვეყანა დაიპყრო და მის პატრონად და მფარველად დავით I გამოაცხადა, ნასრამ ეს ფაქტი გვარამის სახლის მფლობელობის ხელყოფად მიიჩნია და მამის შელახული უფლების აღდგენა მოისურვა. დავით I კურაპალატი მართავდა ტაო-კლარჯეთს 876-881 წლებში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.261
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |