The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მელაძე

გიორგი მელაძე
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1972  (53 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით- მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმია 1994 წელს; თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი "აჭარა", სპეციალობით-სამართალმცოდნეობა.

1988 წელს 50 წლის სახელობის თბილისის საწარმოო გაერთიანება, ზეინკალი; 1988–1989წწ. "ცეკავშირის" ექსპლუატაციის განყოფილების გამგე; საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის სარეკლამო საქმიანობისა და ლიცენზირების სამმართველოს სარეკლამო საქმიანობის რეგულირების განყოფილება, წამყვანი სპეციალისტი (1997); 1997-1998წწ. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის სარეკლამო საქმიანობისა და ლიცენზირების სამმართველოს სარეკლამო საქმიანობის რეგულირების განყოფილების უფროსი; 1998-2000წწ. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის სარეკლამო საქმიანობისა და ლიცენზირების სამმართველოს უფროსისი მოადგილე; 2000-2001წწ. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის სარეკლამო საქმიანობისა და ლიცენზირების სამმართველოს უფროსისი; 2001-2002წწ. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის სარეკლამო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი; 2004-2008წწ. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის მოადგილე; 2004-2006წწ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, სააგენტოს თავმჯდომარე; 2006-2008წწ. თბილისის მერის მოადგილე; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, №3 საბართულოს საარჩევნო ოლქიდან; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.249

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, წევრი
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი, თავმჯდომარე (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი , თავმჯდომარის მოადგილე (2012-2015)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, წევრი (2915-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (2012-2015)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2012-2015)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ღირსების ორდენი

გააზიარე: