The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ მელიქიშვილი

ზურაბ მელიქიშვილი
Date of birth:15 February, 1971  (54 years)
Category:Public official, Lawyer, Politician, Chemist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი 1993 წელს; შალვა ნუცუბიძის სახელობის თბილისის დამოუკიდებელი ინსტიტუტი "რიტორიკა" სპეციალობით სამართალმცოდნეობა.

1995-1996წწ. საქართველოს რესპუბლიკის წითელი ჯვრის საზოგადოება; 1996 წელს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო; 1999-2000წწ. თბილისის ვაკის გამგეობა; 2000 წელს საქართველოს პარლამენტის აპარატი, ფრაქცია მოქალაქეთა კავშირი; 2000-2001წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; 2003-2004წწ. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქ. რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი წყაროს, მარნეულისა და წალკის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული; 2004 წელს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე; 2004 წელს რეგიონალური პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი; 2004-2007წწ. საქართველოს ადმინისტრაციულ- ტერიტორიულ ერთეულებში (ქალაქი რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული; 2007-2008წწ. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქალაქი რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი; 2008-2012წწ. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივანი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.249

Member of Organizations

  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, თავმჯდომარე (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი (2016-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე (2015-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე (2015-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, წევრი (2013-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე (2016-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წეცრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, ვაკის რაიონის აღმასრულებელი მდივანი (1996-1999)

Share: