შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ მისაბიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ცხაკაია (ახ. სენაკი). დაამთავრა სოხუმის მ. გორკის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1976 წელს; საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი სპეციალობით აგრონომია; საქართველოს კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის ხემძღვანელ მუშაკთა გადამზადების ინსტიტუტი სპეციალობით ჩაის მრეწველობის ტიტესტერი. 1970-1971წწ. ცხაკაიას ხილ-წყლების ქარხანა, მუშა; 1971 წელს სატრანსპორტო ტრესტი N5, ზეინკალი; 1972-1973წწ. საქართველოს სარეკლამო სააგენტო "ივერია", მუშა; 1973-1976წწ. ცხაკაიას მშრომელთა დეპუტატების რაისაბჭოს აღმასკომი, კომისიის მდივანი, ინსრუქტორი; 1976-1985წწ. ცხაკაიას ალკკ რაიკომი, მდივანი; 1985-1987წწ. კპ ცხაკაიას რაიკომი; 1987-1991წწ. სახალხო კონტროლის ცხაკაიას რაიონული კომიტეტის თავმჯდომარე; 1992 წელს სენაკის ადგილობრივი მმართველობის რაიონული გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1998-2002წწ. სენაკის ჩაის ფაბრიკის დირექტორი; 2002 წელს სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე; 2002-2006წწ. სენაკის გამგებელი; 2006-2008წწ. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი; 2008-2011წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი სენაკის №64 საარჩევნო ოლქიდან; 2011-2012წწ. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი სენაკის №64 საარჩევნო ოლქიდან. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი:parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.259 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |