The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ მისაბიშვილი

გურამ მისაბიშვილი
დაბადების თარიღი:28 მაისი, 1954  (69 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ცხაკაია (ახ. სენაკი).

დაამთავრა სოხუმის მ. გორკის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1976 წელს; საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი სპეციალობით აგრონომია; საქართველოს კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის ხემძღვანელ მუშაკთა გადამზადების ინსტიტუტი სპეციალობით ჩაის მრეწველობის ტიტესტერი.

1970-1971წწ. ცხაკაიას ხილ-წყლების ქარხანა, მუშა; 1971 წელს სატრანსპორტო ტრესტი N5, ზეინკალი; 1972-1973წწ. საქართველოს სარეკლამო სააგენტო "ივერია", მუშა; 1973-1976წწ. ცხაკაიას მშრომელთა დეპუტატების რაისაბჭოს აღმასკომი, კომისიის მდივანი, ინსრუქტორი; 1976-1985წწ. ცხაკაიას ალკკ რაიკომი, მდივანი; 1985-1987წწ. კპ ცხაკაიას რაიკომი; 1987-1991წწ. სახალხო კონტროლის ცხაკაიას რაიონული კომიტეტის თავმჯდომარე; 1992 წელს სენაკის ადგილობრივი მმართველობის რაიონული გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1998-2002წწ. სენაკის ჩაის ფაბრიკის დირექტორი; 2002 წელს სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე; 2002-2006წწ. სენაკის გამგებელი; 2006-2008წწ. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი; 2008-2011წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი სენაკის №64 საარჩევნო ოლქიდან; 2011-2012წწ. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი სენაკის №64 საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი:parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.259

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, წევრი
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2011)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი (2011-2011)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს რეგიონები-მაჟორიტარები", წევრი (2008-2011)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2008-2011)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2011-2011)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2015-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (2013-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, წევრი (2012-2013)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი (2012-2013)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის ფრაქცია "დამოუკიდებელი მაჟორიტარები - ძლიერი რეგიონებისათვის", ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (2014-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - რეგიონები", ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (2012-2013)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - მედალი "მამაცური შრომისთვის"

გააზიარე: