შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ენზელ მკოიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სათხა, ბოგდანოვკის (ახ. ნინოწმინდის) რაიონი. დაამთავრა სომხეთის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი სპეციალობით სოფლის მეურნეობის ეკონომიკა და ორგანიზაცია 1985 წელს. 1976-1977წწ. ბოგდანოვკის მოძრავი მექანიზირებული კოლონა N21, მუშა; 1977 წელს საქდამზადების ბოგდანოვკის ტყავნედლეულის საწყობი, მუშა; 1978-1981წწ. ბოგდანოვკის სამშენებლო სამმართველო, ზეინკალი; 1981-1983წწ. სავალდებულო სამხედრო სამსახური; 1983-1984წწ. ბოგდანოვკის სამშენებლო სამმართველო, მუშა; 1984-1990წწ. ახალქალაქის ალკკ მდივანი; 1990-1995წწ. კოოპერატივი მშენებელი, თავმჯდომარის მოადგილე; 1996-1999წწ. ორგანიზაცია ენერგია, დირექტორის მოადგილე; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საინიციატივო ჯგუფი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №41 ნინოწმინდის საარჩევნო ოლქიდან; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საინიციატივო ჯგუფი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №41 ნინოწმინდის საარჩევნო ოლქიდან; 2008- 2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, №41 ნინოწმინდის საარჩევნო ოლქიდან; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №41 ნინოწმინდის საარჩევნო ოლქიდან; 2016- 2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №46 საარჩევნო ოლქიდან. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 261; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.270 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |