The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირმა ნადირაშვილი

ირმა ნადირაშვილი
დაბადების თარიღი:15 მარტი, 1970  (54 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით საზღვარგარეთის აღმოსავლეთ ქვეყნების ქვეყანათმცოდნეობა.

1994-2005წწ. სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კორესპონდენტი; 2005-2007წწ. ნავთობისა და გაზის სააგენტოს უფროსის მოადგილე; 2008 წელს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი; 2008-2009წწ. სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის პროგრამა "პოსტ სკრიპტუმის" მთავარი პროდიუსერი; 2009-2010წწ. სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი; 2010-2012წწ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2016-2019წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.268

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, წეცრი (2016-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2016-2017)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო", წევრი (2017-2020)

გააზიარე: