შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კობა ნაყოფია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გალი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1993 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით სამართალმცოდნეობა-ბიზნეს-იურისტი; ასპირანტურა ბიზნესის სამართალმცოდნეობის სპეციალობით 1995 წელს; რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია 1998 წელს. 1987-1989წწ. სამხედრო ნაწილი N25369, ზემდეგი; 1993-1996წწ. კომერციული ფირმა "ოქროს საწმისის" გენერალური დირექტორი; 1996-1999წწ. დსთ-ის ქვეყნების საერთაშორისო ეკონომიკური კომიტეტის მრჩეველი; 1999-2004წწ. შპს "შტორმის" გენერალური დირექტორი; 2000-2004წწ. შპს "ინვესტმენტ მენეჯმენტის" გენერალური დირექტორი; 2000-2004წწ. სს "ორლოვის სამრეწველო კომპანიის" დირექტორთა საბჭოს წევრი; 2002-2004წწ. კომპანია "პრომიშლენნიე ინვესტორის" ვიცე-პრეზიდენტი; 2003-2005წწ. სს "ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2004-2008წწ. სს "მადნეულის" გენერალური დირექტორი, სამეთვალყურეო სამჭოს თავმჯდომარე; 2004-2008წწ. შპს "კვარციტის" გენერალური დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №23 ბოლნისის საარჩევნო ოლქიდან; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, №23 ბოლნისის საარჩევნო ოლქიდან; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2020 წელს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი. - თბ.-2015.-გვ. 273 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |