The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოდარ ემუხვარი

ნოდარ ემუხვარი
Date of birth:4 April, 1943  (82 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი შეშელეთი, გალის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1967 წელს.

1967–1970წწ. იყო ახალციხის ექიმი თერაპევტი; 1974–1983წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; 1974–1983წწ. სამკურნალო ფაკულტეტის საფაკულტეტო თერაპიის კათედრის ასისტენტი; 1984–1994წწ. დოცენტი; 1995 წლიდან – ამავე კათედრის გამგე და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის N1 კლინიკის დირექტორი. 1998 წლიდან არის თსსუ სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი და პრორექტორი სამკურნალო დარგში. გამოქვეყნებული აქვს 96 სამეცნიერო ნაშრომი კარდიოლოგიაში, მისი ხელმძღვანელობით დაცულია სამი საკანდიდატო დისერტაცია. კლინიკა ჰელსიკორის ერთ-ერთ დამფუძნებელს ნ. ემხვარს 2021 წელს, მედიცინის დარგში გაწეული ღვაწლისთვის "ოქროს სტეტოსკოპი გადაეცა". ექიმი – კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ადრეული ეკგ ცვლილებები მწვავე კორონალური ნაკლოვანების დროს და სხვადასხვა ეკგ განხრების დიაგნოსტიკური მნიშვნელობა მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოსტიკაში", დაიცვა 1974 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საყლაპავიდან ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევის შესაძლებლობანი გულის სხვადასხვა პათოლოგიის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში", დაიცვა 1985 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.98; ქართული სამედიცინო პორტალი: vidal.geისრაელ-საქართველოს მრავალპროფილური კლინიკა: hcore.geწიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.77

Member of Organizations

  • ევროპის კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • კარდიოლოგთა ასოციაციის პრეზიდიუმი, წევრი
  • საქართველოს ინტერნისტთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"

Bibliography


Share: