შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რაულ ერაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს. 1964–1967წწ. იყო ყაზახეთის რესპუბლიკის ბუგუნის რაისაავადმყოფოს ოტორინოლარინგოლოგი; 1967–1970წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ოტოლარინგოლოგიის კათედრის ასპირანტი; 1970–1974წწ. რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი ოტოლარინგოლოგი; 1974–1980წწ. წითელწყაროს რაიონის მთავარი ექიმი; 1980–1983წწ. რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ორდინატორი; 1983 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ყელ–ყურ–ცხვირის სნეულებათა კათედრის ასისტენტი. ავტორია 10 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ავთვისებიან სიმსივნეთა დიაგნოსტიკას, ლორ–დაავადებათა ეპიდემიოლოგიას საქართველოში. ექიმი–ოტოლარინგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ღვიძლის ფუნქციონალური ცვლილებები ხორხის კიბოთი დაავადებულ ავადმყოფებში". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.99 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |