The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ ნერგაძე

თეიმურაზ ნერგაძე
დაბადების თარიღი:29 იანვარი, 1954
გარდაცვ. თარიღი:21 სექტემბერი, 2023  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, პოლიტიკოსი, ფსიქოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მაიაკოვსკი (ბაღდათი).
დაამთავრა ა.ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინტიტუტის პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1984 წელს.
1978 წელს მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სტამბაში დამხმარე მუშად; 1978-1979წწ. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სტამბა, მჭრელი; 1979-1980წწ. ელექტრო-ტექნიკური მოწყობილობების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ფილიალი, ტექნიკოსი; 1983-1988წწ. მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, ლაბორანტი; 1989-1993წწ. დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1998-2002წწ. სახალხო დამცველის აპარატი, სახალხო დამცველის რწმუნებული, მთავარი სპეციალისტი; საქართველოს სახალხო ფრონტისა და ოლიმპიური კომიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და არასამთავრობო ორგანიზაციის "ვიხსნათ საქართველოს ბავშვები" დამაარსებელი და პირველი პრეზიდენტი; 1999 წლიდან ატარებს ტრენინგებს ადამიანის უფლებების დაცვის დარგში და ავტორია სტატიებისა ფსიქოლოგიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2012-2015წწ. სს საქართველოს რკინიგზა, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2015-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.
წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 276

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "დემოკრატიული ფრონტი", წევრი (2005-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", წევრი (2004-2005)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2015-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2015-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2015-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "რესპუბლიკელები", წევრი (2016-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - რესპუბლიკელები", წევრი (2015-2016)

გააზიარე: