შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რამაზ ნიკოლაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1990 წელს; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით ფინანსები და კრედიტები 1997 წელს; ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2003 წელს. 1990-1993წწ. სსი თბილქალაქპროექტის ინჟინერ-კონსტრუქტორი; 1993-1994წწ. შემოქმედებითი გაერთიანება "სხივის" ინჟინერ-კონსტრუქტორი; 1994-2000წწ. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინპექციის ოპერატიული სამმართველო; 2000-2003წწ. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი; 2003-2004წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2004 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2005-2007წწ. ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი; 2007-2008წწ. შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი; 2008 წელს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური) სახელმწიფო რწმუნებული, გუბერნატორი; საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე; 2008-2010წწ. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე; 2010-2012წწ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრი; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2020წ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მიღებული აქვს წლის ინჟინრის წოდება (2009), პატრიარქის სიგელი ეკლესიის წინაშე გაწეული განსაკუთრებული თანადგომისა და ღვაწლისთვის (2012). სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი (2023). წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 277 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |