The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ომარ ნიშნიანიძე

ომარ ნიშნიანიძე
დაბადების თარიღი:3 აგვისტო, 1952  (71 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ისტორიკოსი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭოგნარი, თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა ალ. წულუკიძის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი.

1979 წელს იყო ვ. აბაშიძის სახელობის ქუთაისის საქალაქო კულტურის სახლის ადმინისტრატორი; 1982-1985წწ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის უფროსი ლაბორანტი; 1985-1991წწ. ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, მასწავლებელი, დოცენტი, მეორად პროფესიათა ფაკულტეტის დეკანი, ინსტიტუტის დიდი სამეცნიერო საბჭოს წევრი; 1990-1991წწ. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე; 1991-2006წწ. აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მსოფლიო ისტორიის კათედრის დოცენტი; 1991-2012წწ. ქუთაისის ხელოვნებისა და პედაგოგიკის ინსტიტუტ "კოლხას" რექტორი, პროფესორი; 2002–2010წწ. ქუთაისის ხელოვნებისა და პედაგოგიკის ინსტიტუტ "კოლხასთან" არსებული არასახელმწიფო საერო ზოგადსაგანმანათლებლო მე–3 საფეხურის პროფილური სკოლის დირექტორი; 2006–2014წწ. აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მსოფლიო ისტორიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2014 წლიდან აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მსოფლიო ისტორიის დეპარტამენტის პროფესორი; პერიოდული სამეცნიერო ჟურნალის "ხანძთა" მთავარი რედაქტორი. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1987).

წყარო: საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 277; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge;  აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი: atsu.edu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2013-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2015-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი (2015-2015)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2012-2016)

გააზიარე: