შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სამველ პეტროსიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ახალციხე. დაამთავრა ქალაქ ერევნის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მშენებლობის ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით. 1976-1979წწ. საპროექტო ბიურო, ინჟინერ-დამპროექტებელი; 1979-1981წწ. სოფელ კორხის კოლმეურნეობის კომკავშირის მდივანი; 1981-1984წწ. ახალქალაქის კომკავშირის რაიკომის მდივანი; 1984-1991წწ. ახალქალაქის აღმასკომი, ინსტრუქტორი; 1991-1992წწ. ახალქალაქის პრეფექტი; ახალქალაქის სამხედრო საბჭოს თავმჯდომარე (1992); ახალქალაქის გამგეობის თავმჯდომარე (1992); 1992-1994წწ. თავისუფალი მეწარმეების პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე; 1994-1995წწ. ახალქალაქის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე; 1995-2004წწ. და 2005-2012წწ. შინაგან საქმეთა სამინისტრო; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქიდან. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 291 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |