შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქრისტეფორე არაქელოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩარდახლო, შამქორის რაიონი (აზერბაიჯანის რესპუბლიკა). დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის თეორიულ–საკომპოზიციო ფაკულტეტი, 1953 წელს ასპირანტურა. 1937 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ფოთის (1937–1939წწ.) და თბილისის (1940–1966წწ.) სამუსიკო სასწავლებლებში. 1950 წლიდან თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში კითხულობდა მუსიკალური ნაწარმოებების ანალიზისა და ქართული ჰარმონიის კურსს. იგი არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და კრიტიკული წერილის ავტორი, სწავლობდა რუსულ–ქართული მუსიკალური ურთიერთობის საკითხებს, ეწეოდა სარედაქციო მუშაობას. II მსოფლიო ომის მონაწილე. ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი (1970), დოცენტი (1971), პროფესორი (1992). მიღებული აქვს სახელმწიფო და საბრძოლო ჯილდოები. საკანდიდატო დისერტაცია – "რუსულ–ქართული მუსიკალური კავშირების საკითხები", დაიცვა 1970 წელს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.187 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |