The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით II (იმამყული–ხანი)

Date of birth:16??
Date of death:1722
Category:Royalty

Biography

კახეთის მეფე(1703-1722), ერეკლე I–ის ძე; დაიბადა და ბავშვობა გაატარა ირანში; 1703 წლიდან კახეთს განაგებდა როგორც ჯანიშინი(მოადგილე); მისი მმართველობის დროს კახეთში მძვინვარებდა "ლეკიანობა"; 1706 წელს ჭარბელაქანში კახელების მარცხიანი ლაშქრობის შემდეგ ლეკებმა ელისენი დაიკავეს და დავით II-მ თავისი რეზიდენცია ყარაღაჯიდან თელავსა და მანავში გადაიტანა(ზაფხულობით მაღაროში იდგა); 1711 წელს ირანში გაემგზავრა და კახეთის მმართველად თავისი ძმა თეიმურაზი და დედა – დედოფალი ანა დატოვა; ამ პერიოდში განსაკუთრებით გაძლიერდა კახეთზე ლეკთა თავდასხმები, ფეოდალთა თვითნებობა, გლეხთა ანტიფეოდალური გამოსვლები; 1715 წელს ირანიდან დაბრუნების შემდეგ დავით II ცდილობდა ქვეყანაში წესრიგის აღდგენას; დაუნათესავდა ქართლის მმართველს იესეს და მისი დახმარებით ცდილობდა ლეკების წინააღმდეგ გალაშქრებას, თუმცა კვლავ დამარცხდა; კახელი ფეოდალები იძულებული გახდნენ ლეკებისათვის ზოგი რამ დაეთმოთ და ქართლსა და აზერბაიჯანში სალაშქრო გზაც მიეცათ; ამავე დროს დაიწყო კახეთის რაიონებში ლეკების ჩამოსახლება; კახელი გლეხები(განსაკუთრებით გაღმამხარში) მძიმე ფეოდალური ჩაგვრის გამო მასობრივად გადადიოდნენ ლეკების მხარეზე – "ლეკდებოდნენ"; ამ მდგომარეობიდან თავის დასახწევად დავით II ქართლის მეფეს ვახტანგ VI–ს დახმარებას სთხოვდა, მაგრამ მათი ერთობლივი მოქმედება, მიუხედავად ირანის შაჰის მხარდაჭერისა, ვერ მოხერხდა; დავით II კარგად იცნობდა ქართულ მწიგნობრობას; იცოდა სპარსული ენა და ლიტერატურა, მუსლიმური ფილოსოფია და კოსმოგრაფია.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.262


Share: