The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით II (კათოლიკოსი)

დაბადების თარიღი:13??
გარდაცვ. თარიღი:1429
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი(1425-1426, 1428); საქართველოს მეფის ალექსანდრე I დიდის ძე; 1417–1419წწ. მამამ ბერად შეაყენა მცხეთაში; დავით II–ის პატრიარქად მომზადება და კურთხევა დაევალა კათოლიკოს–პატრიარქ მიქელ VI-ს; 1426 წელს მეფის მიერ ზედგინიძეებისადმი მიცემულ წყალობის წიგნში უკვე მოიხსენიება როგორც ქართლის კათოლიკოსი; დავით II, როგორც სამეფო სახლის წევრი, ალექსანდრე I–ის ერთგული თანამშრომელი იყო; მონაწილეობდა მტრისაგან დაძაბუნებული ქვეყნის აღდგენაში; 1429 წელს მეფე ალექსანდრეს მიერ სვეტიცხოვლისადმი მიცემულ შეწირულობის წიგნში კათოლიკოსად უკვე თეოდორეა მოხსენიებული.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.262


გააზიარე: