The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგო რატიანი

სერგო რატიანი
დაბადების თარიღი:27 ნოემბერი, 1967  (56 წლის)
კატეგორია:პედაგოგი, პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოლოგიის ფაკულტეტი 1991 წელს; თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ინსტიტუტის უცხო ენების შემსწავლელი კურსი, გერმანული ენა 1989 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა 1994 წელს.

1986-1988წწ. სამხედრო სამსახური; 1991-1993წწ. მასწავლებელთა გადამზადების ინსტიტუტის რელიგიის კათედრის მეცნიერ-მუშაკი; 1993-1996წწ. თბილისის სასულიერო აკადემიის მასწავლებელი; 1995-1997წწ. შპს "კავკასიის" დირექტორის მოადგილე; 1997-2002წწ. შპს "არილის" დირექტორი; 2001-2002წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი; 2002-2006წწ. თბილისის ილ. ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კვლევების უნივერსიტეტის კათედრის გამგის მ.შ.; 2006-2008წწ. ილ. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2006-2012წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; 2008 წლიდან ილ. ჭავჭავაძის უნივერსიტეტის სრული პროფესორი; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.297

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი , თავმჯდომარის მოადგილე (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2015-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, წევრი (2013-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2016-2017)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო", ფრაქციის თავმჯდომარე (2017-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2016-2017)

გააზიარე: