The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით III (კათათოლიკოს პატრიარქი)

დაბადების თარიღი:13??
გარდაცვ. თარიღი:14??
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (დაახლ. 1435-1436წწ., 1438-1439წწ.); მან სვეტიცხოვლის მსახურთუხუცეს დავით ქარცისძეს უწყალობა ლომისგულ სონღულაძის მიერ მცხეთისთვის შეწირული მამული გორში და იქვე მცხეთის კუთვნილი გლეხები; მის პატრიარქობაში მეფე ალექსანდრე I დიდი (1438-1439წწ.) სწირავს სვეტიცხოველს ატენის წინაუბანს, ლომიშვილებს მათი მამულით და კათოლიკოს-პატრიარქს მიმართავს: "კათალიკოზო დავით, ჩუენთვის წირვასა და ეკლესიის სამსახურსა ნუ დააკლებთ"; კათოლიკოს-პატრიარქ დავითის ზეობაში 1438–1439წწ.  მიმდინარეობდა ცნობილი ფერარა–ფლორენციის საეკლესიო კრება, რომელზედაც ქართული ეკლესიის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს ხელი მოეწერათ რომის კათოლიკურ ეკლესიასთან უნიაზე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.263


გააზიარე: