ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
ფრიდონ საყვარელიძე
დაბადების თარიღი: | 3 სექტემბერი, 1954 |
გარდაცვ. თარიღი: | 6 თებერვალი, 2018 (63 წლის ასაკში) |
კატეგორია: | ექიმი, მეცნიერი, მთარგმნელი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი ექიმ-კარდიოლოგის სპეციალობით 1978 წელს.
1978-1992წწ. ეწეოდა სამედიცინო, სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას: 1978-1987წწ. მე-2 პოლიკლინიკა, ექიმი, 1987-1989წწ. მე-4 სამმართველოს 1 პოლიკლინიკა, ექიმი-კარდიოლოგი; 1989 წლიდან იყო რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის: "დასი", "საქართველოს კონსტიტუციის დაცვის ლიგა", "პლურალიზმის ცენტრი", "ქრისტიანული განათლების ფონდის" დირექტორი; 1989-1992წწ. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი, ასისტენტი; საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992); 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: " 11 ოქტომბერი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2000-2003წწ. განვითარებისა და თანამშრომლობის ცენტრი, პროგრამების დირექტორი; 2009-2012წწ. "რესუბლიკური ინსტიტუტის" დამფუძნებელი და გამგეობის წევრი; 2011-2017წწ. საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, ლექტორი საგანი - "დიადი წიგნები" (2011-2016), 2017 წლიდან "პოლიტიკური იდეოლოგიები"; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ავტორია რამდენიმე სამეცნიერო შრომისა და მონოგრაფიისა მედიცინაში. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი .- თბ.-2015.-გვ. 309
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
- საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი ფრაქცია "რესპუბლიკელები", წევრი (1992-1995)
- საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომისია, წევრი (1992-1995)
- საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
- საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი (2012-2016)
- საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2015-2015)
- საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2012-2016)
- საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი (2012-2012)
- საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "რესპუბლიკელები" , წევრი (2016-2016)
- საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - რესპუბლიკელები" (2012-2016)
- საქართველოს რესპუბლიკური პარტია, წევრი (1992-2016)
ბიბლიოგრაფია
- მადამ გილიოტინას საყვარლები (ავტორი). - თბილისი, არტანუჯი, 2016. - 100გვ.. - ISBN: 9789941463136
- ევქარისტია : სასუფევლის საიდუმლო (მთარგმნელი). - თბილისი, შპს "ფავორიტი სტილი", 2014. - 272გვ.
- ლიტურგია და ღვთისმეტყველება : შრომები, სტატიები (მთარგმნელი). - თბილისი, შპს "ფავორიტი სტილი", 2014. - 480გვ.. - ISBN: 978-9941-0-6661-0
- ცოცხალი რწმენის შესახებ : შრომები, ქადაგებები, სტატიები (მთარგმნელი). - თბილისი, წიგნის სახელოსნო, 2011. - 414გვ.. - ISBN: 978-9941-9172-7-1
- მართლმადიდებლობის ისტორიული გზა = Исторический путь Православия (მთარგმნელი). - თბილისი, წიგნის სახელოსნო, 2011. - 483გვ.. - ISBN: 978-9941-9172-8-8
- დემოკრატია და ქართული კულტურა : კრებული (თანაავტორი). - თბილისი, რესპუბლიკური ინ-ტი, 2011. - 174გვ.
- ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო წამების წინააღმდეგ : პრეცედენტული საქმეები (რედაქტორი). - თბილისი, განვითარებისა და თანამშრომლობის ცენტრი "პლურალიზმი", 2005. - 220გვ.
- ადამიანის უფლებები და ქართული კულტურა : კრებული (თანაავტორი). - თბილისი, 2004. - 188გვ.
- ადამიანის უფლებების მონიტორინგი : თარგმ. პოლონ. (რედაქტორი). - თბილისი, 2002. - 256გვ.
- ადამიანის უფლებათა ლექსიკონი (შემდგენელი). - თბილისი, დასი, 1999. - 128გვ.
|