The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კობა სუბელიანი

კობა სუბელიანი
დაბადების თარიღი:3 ოქტომბერი, 1978  (45 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, თეოლოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქორეთი, საჩხერის რაიონი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით სამართალმცოდნეობა-ბიზნეს-იურისტი 1993 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით სტატისტიკა 1993 წელს; თბილისის სასულიერო აკადემია სპეციალობით მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება 2004 წელს.

1998-2002წწ. საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილება; 2004-2005წწ. სამეგრელო-ზემო სვანეთის პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაცია; 2005-2007წწ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი; 2007-2008წწ. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი07.06.2008 - 14.11.2008 საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2009-2012წწ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.315

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, წევრი
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2008)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" (2008-2008)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2012-2016)

გააზიარე: