შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზინაიდა ერისთავი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1954 წელს. 1962–1968წწ. იყო ი. ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1969–1983წწ. ამავე ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი; 1984 წლიდან საქართველოს სამედიცინო აკადემიის პირველი სამეანო–გინეკოლოგიის კათედრის პროფესორი. ავტორია 132 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 17 გამოქვეყნებულია საზღვარგარეთ. მეან–გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მედიკო–ბიოლოგიური აკადემიის აკადემიკოსი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ორსულობა და მშობიარობა დამძიმებული სამეანო ანამნეზის დროს", დაიცვა 1960 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "თრომბოემბოლიური დაავადებების პროფილაქტიკა მეანობაში", დაიცვა 1968 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.99; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.324 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |