The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზინაიდა ერისთავი

დაბადების თარიღი:17 ოქტომბერი, 1931
გარდაცვ. თარიღი:16 მარტი, 2002  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1954 წელს.

1962–1968წწ. იყო ი. ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1969–1983წწ. ამავე ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი; 1984 წლიდან საქართველოს სამედიცინო აკადემიის პირველი სამეანო–გინეკოლოგიის კათედრის პროფესორი. ავტორია 132 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 17 გამოქვეყნებულია საზღვარგარეთ. მეან–გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მედიკო–ბიოლოგიური აკადემიის აკადემიკოსი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ორსულობა და მშობიარობა დამძიმებული სამეანო ანამნეზის დროს", დაიცვა 1960 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "თრომბოემბოლიური დაავადებების პროფილაქტიკა მეანობაში", დაიცვა 1968 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.99; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.324

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის

გააზიარე: