The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივეტა ერმაკი

ივეტა ერმაკი
დაბადების თარიღი:25 ივნისი, 1939  (84 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ლენინგრადის სამედიცინო პედიატრიის ინსტიტუტი 1963 წელს.

1963–1965წწ. მუშაობდა ლენინგრადის სამედიცინო პედიატრიის ინსტიტუტის ფაკულტეტური პედიატრიის კათედრაზე; 1967 წლიდან პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ბიოქიმიური ლაბორატორიის წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელია. ავტორია 75 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს ერთი სახელმძღვანელო; არის ორი საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი, ექიმი–პედიატრი, კლინიკური ბიოქიმიკოსი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დედის ორგანიზმის სენსიბილიზაციის გავლენა ჟანგვა–აღდგენითი პროცესების მაჩვენებელზე ნაყოფსა და ახალშობილში", დაიცვა 1985 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.99

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პედიატრიული საზოგადოება, წევრი

გააზიარე: