The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ვადაჭკორია

ზურაბ ვადაჭკორია
დაბადების თარიღი:16 იანვარი, 1958  (66 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1979 წელს, ასპირანტურა მოსკოვის სტომატოლოგიურ ინსტიტუტში 1982 წელს.

1982–1989წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1982–1993წწ. დოცენტი; 1993 წლიდან აღნიშნული კათედრის გამგეა. 1992–1997წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის დეკანი; 1997 წლის დეკემბრიდან პროფესორი. ავტორია 60 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება სტომატოლოგიის, კერძოდ კი, ბავშვთა ყბა–სახის ქირურგიის აქტუალურ საკითხებს. ექიმი–სტომატოლოგი, ბავშვთა ყბა–სახის ქირურგი, საკანდიდატო დისერტაციების ხელმძღვანელი და სადოქტორო დისერტაციის მეცნიერ–კონსულტანტი. 2009 წლიდან არის თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პირის ღრუს ჰემანგიომების მკურნალობა ბავშვებში", დაიცვა 1983 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "სახის თანდაყოლილი ნაპრალის მქონე ბავშვშვების სამედიცინო რეაბილიტაციის ძირითადი ასპექტები", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.100

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქრთველოს სტომატოლოგთა ასოციაცია, პრეზიდენტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: