შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯანო ვალიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახალქალაქი (კასპის რაიონი). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1963 წელს. 1963–1966წწ. იყო ჯავის რაისაავადმყოფოს ექიმი–თერაპევტი; 1966–1969წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრის ასპირანტი; 1969–1970წწ. რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი; 1971–1991წწ. ნერვულ სნეულებათა კათედრის ასისტენტი; 1991 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 25 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი - ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნერვ–კუნთოვანი აპარატის ელექტროფიზიოლოგია პერიფერიული მოტორული ნეირონის დაზიანების დროს", დაიცვა 1971 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.100; მედპორტალი : medportal.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |