შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ერეკლე ტრიპოლსკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1974 წელს; თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი კინორეჟისორის სპეციალობით 1983 წელს. 1974 წელს ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ლაბორანტი; 1975-1984წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ლაბორატორიის რეჟისორი; 1984-1995წწ. კინოსტუდია "ქართული ფილმის" რეჟისორი; 1995-2003წწ. ტელეკომპანია მე-9 არხის გენდირექტორი; 2004-2008წწ. ტელეკომპანია "მზის" განყოფილების ხელმძღვანელი; 2008 წელს საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეურვეო სამჭოს თავმჯდომარე; 2009-2011წწ. ტელეკომპანია "ერთსულოვნების" სამხატვრო ხელმძღვანელი; 2011-2012წწ. ტელეკომპანია მე-9 არხის გენდირექტორის მრჩეველი; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №28 დუშეთის საარჩევნო ოლქიდან; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო:საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.321 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |