The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ერეკლე ტრიპოლსკი

ერეკლე ტრიპოლსკი
Date of birth:24 September, 1951  (72 years)
Category:Educator, Politician, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1974 წელს; თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი კინორეჟისორის სპეციალობით 1983 წელს.

1974 წელს ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ლაბორანტი; 1975-1984წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ლაბორატორიის რეჟისორი; 1984-1995წწ. კინოსტუდია "ქართული ფილმის" რეჟისორი; 1995-2003წწ. ტელეკომპანია მე-9 არხის გენდირექტორი; 2004-2008წწ. ტელეკომპანია "მზის" განყოფილების ხელმძღვანელი; 2008 წელს საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეურვეო სამჭოს თავმჯდომარე; 2009-2011წწ. ტელეკომპანია "ერთსულოვნების" სამხატვრო ხელმძღვანელი; 2011-2012წწ. ტელეკომპანია მე-9 არხის გენდირექტორის მრჩეველი; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №28 დუშეთის საარჩევნო ოლქიდან; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო:საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.321

Member of Organizations

  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარე (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, წევრი, თავმჯდომარის მოადგილე (2016-2016)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (2017-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-2017)

Share: