The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანა არგუნ-კონოშოკი

ანა არგუნ-კონოშოკი
დაბადების თარიღი:21 მარტი, 1914
გარდაცვ. თარიღი:28 დეკემბერი, 1980  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ყულანურხვა, გუდაუთის რაიონი.

დაამთავრა სოხუმის აფხაზური თეატრალური სტუდია 1934 წელს.

1931 წლიდან იყო სოხუმის ს. ჭანბას სახელობის აფხაზური დრამატული თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს ლირიკული, დრამატული და სახასიათო–კომედიური როლები: გუნდა(შ. ფაჩალიას "გუნდა"), გულჩორა( უ. ჰაჯიბეკოვის "არშინ მალ–ალან"), საიდა(გ. გულიას "შავი სტუმრები"), ნადეჟდა(მ. გორკის "უკანასკნელნი"), მარია ანტონოვნა(ნ. გოგოლის "რევიზორი"), დეზდემონა(უ. შექსპირის "ოტელო"), ანჟელიკა(მოლიერის "ჟორჟ დანდენი"), გაიანე(ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები"), ოქსანა(ა. კორნეიჩუკის "ესკადრის დაღუპვა"), კორენკინა, ვიშნევსკაია(ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი", "შემოსავლიანი ადგილი"), შებუნინა(ბ. ლავრენიოვის "მეზღვაურები"), დარუხანი(გ. გაბუნია "მზის ამოსვლის წინ"), ლედი მილფორდი(ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), მირანდოლინა(კ. გოლდონის "სასტუმროს დიასახლისი"), ოქსანა(ა. კორნეიჩუკის "ესკადრის დაღუპვა"), ნადეჟდა(მ. გორკის "უკანასკნელნი"), რუქაია(ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), როზალია(პ. ჯოკომეტის "დამნაშავის ოჯახი"), გაიანე(ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები"), გულისა(შ. ბასარას "ნათელი ზეცა"), მაშა(ნ. პოგოდინის "კრემლის კურანტები"), ზინა(გ. მუხთაროვის "ოჯახის ღირსება"), თავადის ასული(ბ. შინკუბას "კლდის სიმღერა") და სხვ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I. – თბ., 1997. გვ.192; საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო. თბ., 1989. -გვ.23 

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1971 - აფხაზეთის ასსრ სახალხო არტისტი
  • 1958 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1954 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: