შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ღვინიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1996 წელს. 1986-1987წწ. მუშაობდა საქაგრომშენის შემკეთებლად; 1987 წლიდან მუშაობდა პროკურატურის და იუსტიციის სამინისტროს სისტემაში: 1987-1988წწ. საქართველოს პროკურატურის ინსპექტორად, კურიერად; 1990-1991წწ. საბურთალოს რაისაზკვების ტრესტის საწყობის მუშად; 1992-2002წწ. საქართველოს პროკურატურის თანაშემწედ, სტაჟიორად, გამომძიებლად გენინსპექციის პროკურორად, პროკურორად; 2002-2003წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის უფროსად; 2004 წელი საქართველოს უშიშროების სამინისტროს სამხედრო სამსახური; 2004-2008წწ. საქართველოს პროკურატურის სამმართველოს უფროსად, დეპარტამენტის უფროსად, თბილისის პროკურორად; 07.06.2008 - 21.10.2008 საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, სააჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №12 გურჯაანის საარჩევნო ოლქიდან; 2008-2012წწ. კახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, სააჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №12 გურჯაანის საარჩევნო ოლქიდან; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. იუსტიციის უმაღლესი მრჩეველი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი .- თბ.-2015.-გვ. 344 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |